Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი პროგრამისათვის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს"

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №356/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.

 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №356/01-01 ბრძანების საფუძველზე, პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტიდან დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 110 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა სემესტრის მანძილზე მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრის მანძილზე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე. 
 
საკონკურსო საბუთები მიიღება როგორც ხელზე მოტანით, ასევე ელექტრონულად მისამართზე chancellerylaw@tsu.ge.
 

სავალდებულოა!  ყველა კონკურსანტმა პირადობის მოწმობის ასლი და „საქართველოს ბანკის“  ანგარიშის ნომრის ამონაწერი გამოგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: lena.datukishvili@tsu.ge.

 

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 

  1. პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. წინა სემესტრის განმავლობაში (2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური  კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი).
  4. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი დოკუმენტით;
  5. იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლებლად იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  6. „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;
     

დოკუმენტაცია მიიღება  2022 წლის 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრის  ჩათვლით, 17 სთ-მდე.

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №111; ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge

 

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!


იხ. შესარჩევი კომისიის რეგლამენტი.
იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!